reportiori.ge - დალაი ლამა სამედიცინო მიზნებით მარიხუანას მოხმარების მომხრეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:15
სხვადასხვა
დალაი ლამა სამედიცინო მიზნებით მარიხუანას მოხმარების მომხრეა
ავტორი:
23 იანვარი, 2014. 14:49

ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი დალაი ლამა მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ დისკუსიას შეუერთდა. დალაი ლამამ მექსიკაში, საზოგადოების წინაშე განაცხადა, რომ მხარს უჭერს სამედიცინო მიზნებით მარიხუანას მოხმარებას. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას The Independent" აქვეყნებს.

 

ტიბეტის სულიერი ლიდერის განცხადებით, სამედიცინო საჭიროებით მარიხუანას მოწევა გამონაკლისის სახით დაშვებული უნდა იყოს. თუმცა ის განმარტავს, რომ მხარს არ უჭერს მარიხუანას გართობის მიზნით გამოყენებას. ტიბეტის სულიერმა ლიდერმა ამ საკითხზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ერთ-ერთმა დამსწრემ მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით დალაი ლამას მისი პოზიციის შესახებ ჰკითხა.


დალაი ლამას ხშირად „მის უწმინდესობას" უწოდებენ. ტიბეტელები დალაი-ლამას ეპითეტებით უხმობენ: იშინ ნორბუ, ანუ „სურვილების ამსრულებელი მჭედელი". „ლამა" მასწავლებელს აღნიშნავს და ტიბეტურ-ბუდისტური რელიგიის მესვეურთა მიერ სხვადასხვა წარმომადგენელს ეძლევა.


დალაი ლამა, მოძღვრად საკუთარი, თავისუფალი ნებით აირჩევა, რათა კვლავშობილმა ისევ შეძლოს კაცობრიობისთვის ცოდნის მიწოდება.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016