reportiori.ge - რა დაგიჯდებათ თბილისში ცხვირის ოპერაციის გაკეთება და ხარისხი, რომელიც იაფად არ იყიდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:23
სხვადასხვა
რა დაგიჯდებათ თბილისში ცხვირის ოპერაციის გაკეთება და ხარისხი, რომელიც იაფად არ იყიდება
ავტორი:
23 იანვარი, 2014. 16:01

ალბათ ყველას გიფიქრიათ იმაზე, თუ რა ნაკლი გაქვთ გარეგნობაში და უმეტესობას თავში ის აზრიც მოსვლია, რომ ამ ნაკლის გამოსწორება სხვადასხვა მეთოდებით არის შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება თქვენი ნაკლი, წარბები, ტუჩები თუ ცხვირი. რაც მთავარია, შესაძლებელია ყველა გარეგნული ნაკლის გამოსწორება და ამაში თქვენ პლასტიკური ქირურგია დაგეხმარებათ, რომელიც მიზნად ადამიანის ნაკლისა და დეფექტების გამოსწორებას ისახავს.

 

წყაროებს თუ დავუჯერებთ, პლასტიკურ ქირურგიას საფუძველი ეგვიპტეში, ძვ.წ 1900 წელს ჩაეყარა.Plastikos" ბერძნულ ენაზე ფორმის მიცემას", ლათინურად კი დახვეწილს" ნიშნავს.


კაცობრიობის ისტორიაში ცხვირის ოპერაცია პირველად ძვ.წ 600 წელს ინდოეთში გაკეთდა. ექიმები ცხვირს გარდაქმნიდნენ იმავე ადამიანის შუბლისა და ლოყისგან მოჭრილი ტყავის გამოყენებით. შუა საუკუნეებში პლასტიკური ქირურგია ცოდვად ითვლებოდა. ამ ყოველივეს ხალხი ისეთ ადამიანს მიაწერდა, რომელსაც ღვთის არ სწამდა და კერპთაყვნაისმცემელი იყო. ხალხი ასე იმიტომ ფიქრობდა, რომ თუ სისხლს ქირურგი დაღვრიდა და ის ამისთვის ძლიერი აღმოჩნდებოდა, ე.ი ის აუცილებლად ჯადოქრის მონათესავე უნდა ყოფილიყო.

 

ცხვირის პლასტიკა და მისი ფუნქციის აღდგენა მსოფლიოში და საქართველოშიც ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ოპერაციად ითვლება. საქართველოში იმდენად პოპულარული გახდა რინოპლასტიკა, ადრე თუ მხოლოდ იმის გამო იკეთებდნენ ოპერაციებს, რომ სუნთქვის პრობლემა, ან მაქსიმუმ კეხი მოეშორებინათ, დღეს ჩვეულებრივი ცხვირის პატრონებიც თამამად იღებენ გადაწყვეტილებას, მისი ფორმა აპრეხილით და „კურნოსა" ფორმით შეცვალონ. 


თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთოთ, ჩვენი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ. თავდაპირველად მოგიწევთ აირჩიოთ სასურველი პლასტიკური ქირურგი, ვისაც თქვენ ცხვირს ბოლომდე მიანდობთ. ცხვირის პლასტიკური ქირურგი განსხვავებით სხვა ქირურგებისგან არა მარტო კარგი კვალიფიცირებული სპეციალისტი, პრაქტიკოსი არამედ მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებულიც უნდა იყოს. ქირურგმა ისე უნდა შეცვალოს ცხვირი, რომ სახე  ჰარმონიულად გამოიყურებოდეს.


თბილისში სხვადასხვა კლინიკაში რინოპლასტიკის ფასები განსხვავებულია. შევეცადეთ გაგვერკვია დაახლოებითი ფასები, თუ რა ჯდება სხვადასხვა ქირურგთან რინოპლასტიკის ოპერაცია. „სამწუხაროდ, ხარისხი იაფად არ იყიდება", - განგვიცხადეს ერთ-ერთ კლინიკაში. რინოპლასტიკის ფასი 1500 ლარიდან 5000 ლარამდე მერყეობს. თუკი ოპერაციის გაკეთებას საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების წევრ გია ოდიშვილთან გადაწყვეტთ, მხოლოდ ქირურგიული ოპერაცია მასთან 1200 ლარი, ხოლო პლასტიკური 1600 ლარი დაგიჯდებათ. ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების „ISAPS"-ის  აქტიური წევრი პაატა ჯანაშია ქრირუგიულ ოპერაციას 2500, ხოლო პლასტიკურს და ქირურგიულს ერთად 5000 ლარად აკეთებს. რეკონტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე კალანტაროვთან ცხვირის ქირურგიული ოპერაცია 1600-2000 ლარი, ხოლო პლასტიკური 3100 ლარამდე, ორივე ერთად დაახლეობით 3100 ლარი დაგიჯდებათ.

 

ცხვირის პლასტიკის შედეგად შესაძლებელია, როგორც მთლიანად ცხვირის ზომების შემცირება, ასევე მისი რომელიმე ნაწილის კორექციაც. ოპერაციის დროს შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესებაც. ოპერაციის ხანგრძლივობა 30 წთ-დან 2 საათამდე მერყეობს, ოპერაციის სირთულეს გააჩნია. ოპერაციის შემდგომ თვალების ქვევით 7-10 დღე შეშუპება გექნებათ. საბოლოო შედეგი 3-6 თვის შემდეგ შეამჩნევთ, როცა შეშუპება ცხვირის წვეროსა და ზურგზე გაივლის. ხოლო ერთი წლის შემდეგ თქვენი ცხვირის ფორმა თქვენთვის სასურველ ფორმას მიიღებს.

 



(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016