დღეს საქართველოს ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენილის დავით აღმაშენებლის გარდაცვალების დღეა. დავით IV აღმაშენებელი, რომელიც მოღვაწეობდა 1089-1125 წლებში, გიორგი II-სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში დაიბადა, გიორგი II-ის სასახლეში. მას ისტორიკოსები ბაგრატიონთა დინასტიიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველ მონარქად მოიხსენიებენ.
დავით აღმაშენებელი თექვსმეტი წლის გამეფდა. მემკვიდრეობით ერგო თურქ-სელჯუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული, დამშეული მოსახლეობა, თუმცა სწრაფად და მძლავრად ამოქმედდა. ხალხი გამოიყვანა სამალავთაგან და სახიზართაგან, ამხნევებდა, საომარ და სამეურნეო სულს უბრუნებდნენ, სოფლად აბრუნებდნენ, სახლ-კარს უწყობდნენ და ყველანაირ პირობას უქმნიდნენ.
დავით აღმაშენებლის დროს გამთლიანდა და აყვავდა საქართველო. მისი წყალობით საქართველო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არაგაწამდე.
დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წლის 24 იანვარს, ახალი სტილით 8 თებერვალს. დავითის საფლავზე აწერია „ესე არს განსასვენებელი ჩენი უკუნითი უკუნისამდე. ესე მითქვამს: აქა დავემკვიდრო მე". დავითი გელათის შესასვლელშია დაკრძალული. იქვე ჰკიდია რკინის კარი, რომელიც დავითის ვაჟმა დემეტრემ განჯის გალავანს შეხსნა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)