იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე ამადეო კლემენტ მოდილიანი 1884 წლის 12 ივლისს ლივორნოში, იტალიაში დაიბადა. მისი გარდაცვალების თარიღად კი 1920 წლის 24 იანვარია ცნობილი. მხატვარი პარიზში გარდაიცვალა. სუსტი ჯანმრთელობის გამო ხშირად ავადმყოფობდა, რის შედეგადაც ტუბერკულოზით 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი ამადეო (იედიდია) მოდილიანი დაიბადა ლივორნოში (ტოსკანა, იტალია). იგი ოჯახში მეოთხე შვილი იყო. დედამისის დღიური, რომელსაც იგი აწარმოებდა ამადეოს დაბადების შემდეგ, არის ერთ-ერთი დამადასტურებელი წყარო მხატვარის ცხოვრებისა.
11 წლის ასაკში მოდილიანი დაავადდა პლევრიტით, ხოლო 1908 წელს - ტიფით, რომელიც იმ დროისათვის განუკურნებელი სენი იყო. მისი დედის მონათხრობით, მოდილიანმა იმ პერიოდში აღმოაჩინა თავისი დანიშნულება მხატვრის სახით. გამოჯანმრთელების შემდეგ მშობლებმა დართეს ნება მიეტოვებინა სკოლა რათა შეესწავლა ხატვისა და ფერწერის გაკვეთილები ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში.
მოდილიანი აღიზარდა იტალიაში, სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა შემოქმედება. 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში, სადაც გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ პაბლო პიკასო და კონსტანტინ ბრინკუში, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე.
მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა ძირითადად მოიცავს ნახატებს და ესკიზებს. 1909-1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენდა. მოდილიანის ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. პორტრეტების უემტესი ნაწილის მთავარი გმირი მოდილიანის ცოლი ჟანაა. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე პეიზაჟმა. მოდილიანის შემოქმედებამ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)