ევროკავშირი მზად არის უკრაინაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგნელი კეტრინ ეშტონი ჩავლენ.
აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს წარმომადგენემა ოლივიე ბაიმ ბრიუსელში ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ბაროზომ იანუკოვიჩს განუცხადა, რომ უკრაინაში ვითარების განსახმუტად ევროკავშირის წარმომადგენლები მზად არიან მხარეებს შორის დიალოგში ჩაერთონ. ევროკავშირის კომისარი შტეფან ფულე კიევში დღეს ჩაფრინდება, ხოლო კეტრინ ეშტონი ქვეყანას შემდეგ კვირაში ესტუმრება“, - განაცხადა ოლივიე ბაიმ.
შეგახსნებთ, რომ კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე სიტუაცია 19 იანვარს დაიძაბა. ასობით ადამიანი დაშავებულია, რამდენიმე კი გარდაიცვალა. მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ისევ გრძელდება.