ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ნებისმიერ საკვებში, რომელიც ცომისგან მზადდება, ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს ფუმფულა ცომი წარმოადგენს. იმისათვის, რომ სუპერ-ფუმფულა ცომი გამოგივიდეთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ: კეფირს დაამატეთ ზეთი და ცოტა შეათბეთ. დაამატეთ მარილი, შაქარი. გაცრილ ფქვილს შეურიეთ საფუარი და ჩაამატეთ კეფირში. მოზილეთ ცომი. გადააფარეთ და 30 წუთი დადგით სითბოში. შემდეგ ჩაუდეთ ცომს სასურველი გულსართი და კიდევ ცოტა ხანს დატოვეთ ასაფუებლად. მანამდე კი ღუმელი გაახურეთ.
ცომს გადაუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე. ამ ცომით ბევრი რამის გამოცხობა შეიძლება: პიცის, ღვეზელების, ფუნთუშების (თუ ცომს დაამატებთ მეტ შაქარს, ვანილს და ცოტა გამდნარ კარაქს). თუ მოგეჩვენათ, რომ 30 წუთი გასაფუებლად საკმარისი არ არის, ნუ ინერვიულებთ - ასეც უნდა იყოს, რადგან ცომი ცხობისას ფუვდება.
ინგრედიენტები: კეფირი 1 ჭიქა; ზეთი 1/2 ჭიქა; საფუარი 1 პაკეტი (11 გ); მარილი 1 ჩ.კ; შაქარი 1 ს.კ; ფქვილი 3 ჭიქა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)