reportiori.ge - იტალიელთა მორიგი ტრიუმფი მელბურნში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 12:14
სპორტი
იტალიელთა მორიგი ტრიუმფი მელბურნში
24 იანვარი, 2014. 13:18

მთელი საჩოგბურთო სამყარო დღეს მელბურნში გასამართ ნახევარფინალურ შეხვედრას ელის, თუმცა მანამდე ცენტრალურ კორტზე ქალთა ფინალი გაიმართა წყვილთა შორის. ერთმანეთს რეიტინგის ორი უძლიერესი დაუპირისპირდა. პირველი ხელი იტალიელებმა რობერტა ვინჩიმ და სარა ერანიმ 6:4 მოიგეს, მეორეში რუსებმა ეკატერინა მაკაროვამ და ელენა ვესნინამ იმარჯვეს 6:3. მთავარი ბრძოლა და ნამდვილი თრილერი კი მესამე სეტში მოხდა. 2:2-დან რუსებმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგეს და საკუთარ ჩაწოდებაზე 15:0 წაიყვანეს. რა დავარქვა იმას, რაც ამის შემდეგ მოხდა არ ვიცი, ალბათ უფრო ტრაგედია რუსი გოგონებისთვის. იტალიელებმა თავი გადადეს, წარმოუდგენელ ბურთებს წვდებოდნენ, ცოტა ფორტუნამაც გაუღიმათ და აქამდე დიდებულად მოთამაშე ვესნინა-მაკაროვა აირიენ, შეცდომას – შეცდომა მოაყოლეს და ზედიზედ 5 გეიმი და ზედაც ჩემპიონის ტიტული მეტოქეს დაულოცეს.

 

მთავარი კი ახლა იწყება. კორტზე რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი გამოვიდნენ. პირველ სეტში ანგარიში თანაბარია 3:3/

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016