reportiori.ge - გერმანული ნაგაზი ეკლესიაში ყოველდღე დადის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 13:25
სხვადასხვა
გერმანული ნაგაზი ეკლესიაში ყოველდღე დადის
ავტორი:
24 იანვარი, 2014. 13:21

იტალიაში გერმანული ნაგაზი ყოველდღე დადის ეკლესიაში და დიდი მოთმინებით ელის საკუთარ პატრონს იქ, თუმცა პატრონი ჯერჯერობით არ ჩანს.

 

12 წლის ნაგაზი სახელად ტომი, ყველაზე ერთგული მეგობარი იყო მისი პატრონის მარია მარგარიტა ლოკის. ყოველ დილას, როდესაც ეკლესიაში ზარებს რეკავენ, ძაღლი ეკლესიაში მიდის და საღამომდე რჩება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ტომიმ საკუთარი პატრონი ბოლოს სწორედ ამ ეკლესიაში ნახა.

 

ტომი ეკლესიაში მისვლას კი თავს არ ანებებს. მას ეკლესიის მსახურნი და მრევლი უვლის. როგორც ეკლესიის მოძღვარი აცხადებს, ძაღლი ყოველდღე დაყვებოდა პატრონს ეკლესიაში, თუმცა გარეთ ელოდებოდა ხოლმე.

 

„პირველად ეკლესიაში პატრონის დაკრძალვის დღეს შემოუშვეს. ძაღლი სადგომს არ მოცილებია და არც არავის უფიქრია მისი გარეთ გაგდება“, - აცხადებს დონატო პანა.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016