ალბათ თქვენ, ან რომელიმე თქვენი გარშემომყოფს ერთხელ მაინც ჩაგვარდნიათ, ან დაგსველებიათ მობილური ტელეფონი წყლით. იმისთვის, რომ მოწყობილობის გადარჩენა შეძლოთ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
1. რაც შეიძლება სწრაფად ამოიღეთ ის წყლიდან და არ გამორთოთ, სანამ კარგად არ გააშრობთ;
2. ამოიღეთ ელემენტი ტელეფონიდან. (ელემენტის, ან მასთან ახლოს მდებარე თეთრი ქაღალდის დახმარებით, რომელიც ვარდისფერი ხდება წყლით გაჟღენთვისას, უკეთ განსაზღვრავთ, გაიჟღინთა თუ არა ტელეფონი მთლიანად წყლით.
3. გამოიღეთ სიმ ბარათი და მახსოვრობის ბარათი და მშრალი ნაჭრით გააშრეთ. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ალკოჰოლი დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში და თვითონაც იოლად ორთქლდება. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ტელეფონი, რადგან სისველე მის სხვა ადგილებში იოლად გადადის.
4. ჩადეთ ტელეფონი ბრინჯში 24 საათის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ამ პროცედურას ჩაატარებთ, შეგიძლიათ ჩადოთ ელემენტი და ჩართოთ ტელეფონი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)