reportiori.ge - ბევრი საქმე, ჭარბი ინფორმაცია და 8 დანარჩენი, რაც ტვინზე ცუდად მოქმედებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:56
სხვადასხვა
ბევრი საქმე, ჭარბი ინფორმაცია და 8 დანარჩენი, რაც ტვინზე ცუდად მოქმედებს!
ავტორი:
24 იანვარი, 2014. 13:40

გამოუძინებლობა - ეს უკვე გლობალური პრობლემაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ადამიანებს საშუალოდ 20%-ით ნაკლები სძინავთ. ამ დროს ადამიანი ხდება გაფანტული, უარესდება მოტორიკა. რეგულარული გამოუძინებლობა  ტვინის უჯრედების კვდომაიწვევს.

 

 

საუზმეზე უარის თქმა - დილით შიმშილი ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის შრომისუნარიანობასა და ტონუსზე მთელი დღის განმავლობაში. დილით შიმშილი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს. ეს კი, თავის მხრივ, ანელებს და ართულებს ტვინისთვის აუცილებელი ნივთიერებების მიწოდებას.

 

 

ზედმეტი შაქარი - შაქრის ჭარბი ოდენობით მიღება იწვევს ცილებისა და სხვა საკვები ნივთიერებების შეთვისების უნარის დაქვეითებას. ჭარბი ოდენობის შაქრის მიღებისას ტვინში ვერ აღწევს მისი მუშაობისთვის აუცილებელი ნივთიერებები.

 

 

სტრესი - ძლიერი ფსიქოემოციური დაძაბულობა იწვევს კავშირის გაწყვეტას ნეირონებს შორის და ართულებს მოვლენების მიზეზ-შედეგობრივ და თანმიმდევრობით აღქმას. ამასთან არის დაკავშირებული ძლიერი ნერვული აღგზნება და შეგრძნება, თითქოს ყველაფერი ხელიდან გივარდება. დაგროვილი სტრესი ასუსტებს მეხსიერებას და ამცირებს ინტელექტუალურ პოტენციალს.

 

 

ანტიდეპრესანტები და საძილე საშუალებები - ასეთი პრეპარატების მიღება განსაკუთრებით გავრცელებულია აშშ-ში, იქ ასეთ წამლებს ძალიან ადვილად ნიშნავენ ექიმები. საძილე საშუალებების ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება - ამნეზიაც კი, ასევე ჭკუასუსტობა და სუიციდისკენ მიდრეკილებაც.

 

 

სიგარეტის მოწევა - როცა სიგარეტის მავნებლობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში შავ ფილტვებსა და გაფუჭებულ კბილებს წარმოვიდგენთ. ძალიან ცოტას საუბრობენ, რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა ტვინზე: ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროვებს. მოწევა ასევე ზრდის ალცგეიმერის დაავადების რისკს.

 

 

მზე - მზის სხივების ნაკლებობა პირდაპირ მოქმედებს ადამიანის შემეცნებით უნარებზე. ულტრაიისფერი სხივები, რომლებსაც მზისგან ვიღებთ, არეგულირებს სისხლისმიმოქცევას, ანუ ჟანგბადისა და სხვა აუცილებელი ნივთიერებების მოძრაობას. მზის სხივი ასევე ხელს უწობს იმ ორმონის გამომუშავებას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე.

 

 

წყალი - წყლის ნაკლებობამ შესაძლოა ტვინის მოცულობის შემცირება გამოიწვიოს, რაც საგრძნობლად ამცირებს შრომისუნარიანობას და ინფორმაციის დამახსოვრების უნარი ფაქტობრივად 0%- მდე დაჰყავს. დღეში რეკომენდირებულია მინიმუმ 2 ლიტრი წყლის მიღება.

 

 

ჭარბი ინფორმაცია - ყოველწლიურად ინფორმაციის რაოდენობა, რომელსაც ადამიანი ითვისებს იზრდება. ერთი მხრივ, ეს ტვინის ვარჯიში და ტონუსის შენარჩუნებაა. რეალურად, ამ ჭარბი ინფორმაციის მიღებას ტვინი წინააღმდეგობას უწევს. ეს იმაში გამოიხატება, რომ რაღაც მომენტში ტვინი ინფორმაციას აღარ იღებს და მეხსიერებაში ჩავარდნები იწყება.

 

 

ბევრი საქმე ერთად - საინფორმაციო სამყაროს მეორე ანომალია: ადამიანი ერთდოულად იღებს ინფორმაციის რამდენიმე ნაკადს. შედეგად, არც ერთი მათგანის შეთვისება არ ხდება სათანადოდ და ცნობიერი ეჩვევა მუშაობის ასეთ ფორმას. ინფორმაციას იღებს ზედაპირულად, და ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016