reportiori.ge - პატრიარქი ფილარეტი: თუ ხელისუფლება არ წავა შერიგებაზე, ხალხს უფლება აქვს თავი დაიცვას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:08
მსოფლიო
პატრიარქი ფილარეტი: თუ ხელისუფლება არ წავა შერიგებაზე, ხალხს უფლება აქვს თავი დაიცვას!
24 იანვარი, 2014. 14:09

ეკლესია ხალხის გვერდითაა და გულწრფელად განიცდის იმ ტანჯვას და მსხვერპლს, რომელსაც მოსახლეობა მაიდანზე განიცდის“, - განაცხადა უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა ვლადიმერსკის საკათედრო ტაძარში, მისივე 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ლიტურგიის შემდეგ.

 

მისი თქმით, იმ შეთხვევაში, თუ ხელისუფლება არ წავა შერიგებაზე, ხალხს უფლება აქვს თავი დაიცვას.


ჩვენ გვინდა, რომ სისხლისღვრა და დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში არ იყოს. არიან ხილული თუ უხილავი ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენი ქვეყნის დაყოფა. ჩვენ გვინდა ერთიანობის და მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ ასევე გვინდა ევროპაში და არა არა საბაჟო კავშირში, - განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.


პატრიარქის თქმით, მაშინ, როცა ხალხი იტანჯება, დღესასწაულების და ჯილდოების დრო არ არის.

 

ჩვენ გვჯერა, რომ გაიმარჯვებს ხალხი და არა ის ძალები, რომლებიც საკუთარ ხალხს ებრძვის. ამიტომ, ჩვენ ვილოცებთ, რომ ღმერთმა უკრაინაში დაამკვიდროს მშვიდობა და თანხმობა. დღეს მთავარია უკრაინაში იყოს მშვიდობა და ქვეყანა სამოქალქო ომამდე არ მივიდეს. ასევე მთავარი ამოცანაა, სისხლი აღარ დაიღვაროს. ქვეყანაში საგანგებო ვითარების შემოღება პრეზიდენტის და უმაღლესი რადას უფლებაა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი პასუხისმგებლები იქნებიან შედეგებზე. იმ შეთხვევაში, თუ ისინი არ წავლენ შერიგებაზე, ხალხს უფლება აქვს თავი დაიცვას, - განაცხადა პატრიარქმა.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016