reportiori.ge - უცნაური აკრძალვები, რომლებსაც არაბეთში ქალები უნდა დაემორჩილონ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:01
სხვადასხვა
უცნაური აკრძალვები, რომლებსაც არაბეთში ქალები უნდა დაემორჩილონ!
ავტორი:
24 იანვარი, 2014. 17:04

საუდის არაბეთი, ქალის როლთან მიმართებაში, კონსერვატულ მუსულმანურ ქვეყანას წარმოადგენს, თუმცა 2007 წელს მეფის განკარგულებით პრინცესა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო 2009 წელს მეფემ მინისტრის მოადგილის პოსტზე ქალი დანიშნა. მიმდინარე წელს კი სამეცნიერო-ტექნიკური უნივერსიტეტი გაიხსნა, სადაც ბიჭები და გოგონები ერთად სწავლობენ.

 

სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ ქალთა ნაწილს ასეთი ცხოვრება მოსწონთ. საუდის არაბეთში ქალების მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ ბავშვების მდგომარეობას ევროპაში.

 

დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ქალები იბრძვიან, რომ მანქანის ტარების უფლება მოიპოვონ. ფორმალურად დაშვებულია, რომ ქალმა ატაროს მანქანა, მაგრამ არაბეთში ქალებს არ აძლევენ მართვის მოწმობას. ბევრი ქალი მანქანას ატარებს მართვის მოწმობის გარეშე. ოფიციალურად არანაირი სასჯელი არ არსებობს ქალებისთვის, რომ ისინი მანქანას ატარებენ მართვის მოწმობის გარეშე. მაქსიმალური, რაც შეუძლია, რომ ქალმა გააკეთოს არის, რომ „დამნაშავე“ გადასცეს ნათესავებს.

 

როგორც ვიცით, არაბეთში ქალებს არ აქვთ უფლება, რომ ურთიერთობა ჰქონდეთ უცხო კაცებთან, ხოლო ტაქსისტი გამოდის „უცხო კაცი“ და მაშინ როგორღა უნდა უთხრას ქალმა სად უნდა მიიყვანოს ტაქსის მძღოლმა. იუსტიციის სამინისტრომ 2010 წელს გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ტაქსისტს ქალმა უნდა დაალევინოს თავისი მკერდის რძე. ამგვარად ტაქსისტი გამოდის ქალისთვის მაჰრამი (ნათესავი). ამგვარად ქალს შეუძლია, რომ იურთიერთოს ტაქსის მძღოლთან თავისუფლად.

 

„მე მყარად მჯერა ქალების უფლებების. დედაჩემი ქალია. ჩემი და ქალია. ჩემი ქალიშვილი ქალია. ჩემი ცოლი ქალია. მე მჯერა, რომ დადგება დრო როდესაც ქალები შეძლებენ მანქანის ტარებას. ქალაქგარეთ ნახავთ უამრავ ქალს საჭესთან. მე ვთვლი, რომ ეს შესაძლებელი იქნება თავის დროზე, ხოლო მოთმინება მხოლოდ კარგის მომტანია“, - აცხადებს საუდის არაბეთის მეფე.

 

რეკომენდირებულია, რომ ქალებმა არ იარონ თავსაბურავის გარეშე. ქალთა უმრავლესობა თავს სრულიად იფარავს და იტოვებს მხოლოდ თვალებს.

 

2002 წელს ქალაქ მექას ქალთა ერთ-ერთ სკოლაში მოხდა ხანძარი და დაიღუპა 15 მოსწავლე. როგორც გაირკვა, მათი გარდაცვალების მიზეზი იყო ის, რომ მათ ხანძარში შესვლას და ტანისამოსის გამოტანას აიძულებდნენ. 2010 წელს გულმოწყალე მეფემ აბდალამ მოსწავლეებს უფლება მისცა, რომ მეხანძრეებმა გადაარჩინონ „ჩაუცმელი ქალები“.

 

ხანდახან მოსწავლეებსაც სხვადასხვა დროს ასწავლიან, რადგან კაცები და ქალები ერთმანეთს არ შეეჩეხონ. საზოგადოებრივ ტრანსპორტიც დაყოფილია. საუდის არაბეთში უცოლო კაცებს ძლიერ უჭირთ, რადგან მათთვის მვრი დაწესებულება არის დაკეტილი.

 

ადრე ქალები თანამგზავრის გარეშე ვერ გადაადგილდებოდნენ. დღეს ისინი თავისუფლები არიან ამ შეზღუდვისგან, მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ თავისუფლად. ცოტა ხნის წინ ქალებს მისცეს საზღვარგარეთ წასვლის უფლებაც თანამგზავრის გარეშე, ოღონდ საჭიროა ქმრის თანხმობა.

 

2007 წელს მამამ მოკლა ახალგაზრდა ქალიშვილი იმის გამო, რომ ის ემესიჯებოდა Facebook-ის საშუალებით უცნობ ბიჭს. ამ ფაქტმა პრესა ააფეთქა. კონსერვატორებმა მოუწოდეს მთავრობას, რომ სოციალური ქსელი დაეხურათ, რადგან ქსელი ხალხს უბიძგებს გარყვნილობისაკენ.

 

2009 წელს ორი ახალგაზრდა გოგონა მათმა ძმებმა საჯაროდ დახვრიტეს თავიანთი მამის თვალწინ. ამავე წელს 23 წლის გოგონას მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა და ასევე 100 მათრახი, ეს გოგონა გახდა იმის მსხვერპლი, რომ მან იმრუშა და შემდეგ არაკანონიერი გზით ცდილობდა აბორტის გაკეთებას. გამათრახება გადაიდო მშობიარობის გამო, მაგრამ ასეთი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.

 

საკითხები, რომელსაც საუდის არაბეთში ქალები ემორჩილებიან, საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. შევეცდებით, რამდენიმე უცნაურ მაგალითზე მოგითხროთ.

 

არაბეთში დაუოჯახებე ქალებსა და მამაკაცებს ერთსა და იმავე ადგილზე ყოფნა ეკრძალებათ. ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, როგორებიცაა რესტორანი, სავაჭრო ცენტრი, კაფე და .. ორივე სქესის ერთად ყოფნა მათ ნათესაურ კავშირზე მიუთითებს. ფილმის ყურების ერთადერთი გზა ბაჰრეინში მოკლე მოგზაურობის დაგეგმვაა, სადაც კინოთეატრში ქალისა და მამაკაცის შეხვედრა ნებადართულია.

 

საუდის არაბეთში ასევე განსაკუთრებით მკაცრად კონტროლდება შინაური ცხოველების სეირნობა. ძაღლების სეირნობისას ხომ მარტოხელა ქალებისა და მამაკაცების შეხვედრის ალბათობა დიდია?!

 

იმის გამო, რომ მოსახლეობას ისლამის გზისთვის არ გადაეხვიათ, საუდის არაბეთში 2000 ფოტოკამერიანი ტელეფონების გაყიდვაც აკრძალეს. ამის მიზეზად ისლამის გზის გადახვევის ალბათობა სახელდება.

 

ასევე არ აქვთ არაბ ქალებს სპორტით დაკავების უფლება. სკოლებში აკრძალულია მოსწავლე გოგონების შესვლა სპორტულ დარბაზში.

 

არაბი ქალებისთვის ასევე აკრძალულია მუსიკის მოსმენაც. ერთადერთი დასაშვები სფერო ფორტეპიანოს ინდივიდუალური გაკვეთილებია.

 

ასევე აკრძალულია 14 თებერვალს ვალენტინობის აღნიშვნა და ამ დღეს იკრძალება ყველაფერი, რაც წითელ ფერს უკავშირდება. მაღაზიები ვერ ყიდიან წითელ ყვავილებს, ადამიანები ვერ ატარებენ წითელ შარფს, წითელ მანიკიურს და ..

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016