reportiori.ge - იტალიური მაფია პიზის კოშკის აფეთქებას გეგმავდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:13
მსოფლიო
იტალიური მაფია პიზის კოშკის აფეთქებას გეგმავდა
ავტორი:
24 იანვარი, 2014. 17:23

1990-იანი წლების დასაწყისში, სიცილიური მაფია პიზის კოშკის აფეთქებას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ლენტა რუ“ აქვეყნებს.

 

Adnkronos International-ის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველებს იტალიის ერთ-ერთმა ყოფილმა განგსტერმა მიაწოდა.

 

ჯოაკინ ბარბერას (Gioacchino La Barbera)  განცხადებით, განგსტერული დაჯგუფება „კოზა ნოსტრა“ 1992 წელს პიზის კოშკზე ტერაქტს გეგმავდა.

 

„წარმოიდგინე, ერთ დღეს გაიღვიძებ და პიზის კოშკი აღარ იარსებებს“, - ჯოაკინის განცხადებით ტერაქტის განხორციელება მის ყოფილ გარდაცვლილ „ბოსს“  ნინო ჯოეს უნდოდა.

 

მაფიოზები თვლიდნენ, რომ კოშკის აფეთქება ხელისუფლებას დიდ დარტყმას მიაყენებდა და განგსტერებთან დათმობებზე წავიდოდა.

ლა ბარბერა  ერთ-ერთი რეზონანსული საქმის თანამონაწილეა. იტალიერი სამართალდამცველები დიდი ხანია  „კოზა ნოსტრასა“ და იტალიის პოლიტიკოსების თანამშრომლბის საქმეს იკვლევენ. სასამართლო ქალაქ პალერმოში მიმდინარეობს.

 

იტალიის რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად სიცილურ მაფიასთან თანამშრომლბა ედება.

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016