reportiori.ge - პარლამენტის თავმჯდომარე ეკონომიკური მაჩვენებლის კლების მიზეზებს ასახელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:32
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე ეკონომიკური მაჩვენებლის კლების მიზეზებს ასახელებს
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 00:08

დავით უსუფაშვილმა "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური მაჩვენებლებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ბიუჯეტის ოდენობამ იკლო, საარსებო მინიმუმის საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებაა.

„ მოვედით თუ არა ხელისუფლებაში, საარსებო მინიმუმი გაავთავისუფლეთ გადასახადებისგან ანუ ის მოქალაქეები, ვისაც 150 ლარი აქვს შემოსავალი, გათავისუფლდა 20%-იანი საშემოსავლო გადასახადისგან. აღნიშნული თანხა ხელისუფლებამ მოსახლეობისგან აღარ ამოიღო."- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „მთავარი კითხვა".

მისი თქმით, საშემოსავლო 20%-ის დაბეგვრის შემთხვევაში სახელმწიფო  300 მილიონამდე ლარს იღებდა,  დღევანდელი მაჩვენებლებით კი 150 მილიონამდე გადასახადია ამოღებული.

„ადამიანს არსებობისთვის რაც სჭირდება ის თანხა არ უნდა იბეგრებოდეს და სახელმწიფო უკან არ უნდა ართმევდეს. ჩვენ შეგვეძლო, არ მიგვეღო ახალი კანონი. გაჭირვებული ადამიანების ჯიბიდან ამოგვეღო 150 მილიონი და ბიუჯეტი ამით შეგვევსო, მაგრამ სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ამას კი დრო სჭირდება და  გარკვეულ  შეფერხებებს იწვევს."- აცხადებს უსუფაშვილი.

მიუხედავად  მიზეზებისა, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ კლებასთან დაკავშირებით მასაც აქვს კითხვები შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„დღეს გვქოდა შეხვედრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, დავით ონოფრიშვილთან. მომავალ კირაში შევხვდებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და გვექნება კითხვები, რომელზეც გვინდა პასუხი."- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016