უკრაინული ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის პრეზდენტთან შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკების შედეგები ევრომაიდანზე შეკრებილებს გააცნო.
„პრეზიდენტთან ფუჭი 5 საათი გავატარეთ: პრეზიდენტს გადადგომა არ სურს, მთავრობის დათხოვნა არ სურს და საერთოდ ვერ გავიგეთ, რა სურს. რასაც დაგვპირდა, დატყვევებული აქტივისტების გათავისუფლება იყო, თუ ძალადობას შევწყვეტთ", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ ევრომაიდანზე.
„მე არსადაც არ წავალ, აქ, თქვენთან ვიქნები. დიახ, მე მეშინია მსხვერპლის, მე მეშინია დაღუპულთა დედების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის, მაგრამ ევრომაიდანი თავისუფლების კუნძულია, რომელიც აუცილებლად უნდა გაფართოვდეს. დღეს ხალხის ხელშია რამდენიმე ქალაქი, ხვალ უფრო მეტი იქნება. დღეს აქ ათეულობით ბარიკადია, ხვალ მეტი იქნება. დარწმუნებული ვარ, დღეების განმავლობაში მე შევძლებ კონკრეტული გეგმის წარმოდგენას, როგორ უნდა ვიმოქმედოთ მსხვერპლის გარეშე, არ ვიცი, რომელი თვე იქნება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ამ დიქტატურის გარეშე", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ ევრომაიდანზე, პრეზიდენტ იანუკოვიჩთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.