reportiori.ge - საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:06
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი იწყება
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 10:15

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებს სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე განაჩენს გამოუტანენ. საქალაქო სასამართლოში ბევრი მსურველი შეიკრიბა, რათა განაჩენის გამოცხადებას დაესწროს, თუმცა პროცესის ჩატარება მცირე დარბაზში იგეგმება, რამაც ხმაური და გარკვეული სახის გაუგებრობა წარმოშვა. ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებულია 7 პირი, მათ შორის გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, სად-ის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. დარასელია და კინწურაშვილი ძებნილებად ითვლებიან, ხოლო კალანდაძე, გორდაძე, კიკაბიძე და შამათავა გირაოთი არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული. ამ დრომდე აღნიშნულ საქმეზე პატიმრობაში ბაჩო ახალაია და გაგა მკურნალიძე რჩებიან, რომლებსაც სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე აქვთ ბრალი წაყენებული. რაც შეეხება საქმეს, რომელზეც განაჩენი დღეს უნდა დადგეს, სამ ეპიზოდს მოიცავს: სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების წამება და არაადამიანური მოპყრობა, მე-4 ქვეით ბრიგადაში სამხედროების შეურაცხყოფა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამების და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზე.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016