reportiori.ge - თოვლის სიმცირის გამო გუდაურში ზამთრის სეზონის გახსნა გადაიდო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:52
რეგიონები
თოვლის სიმცირის გამო გუდაურში ზამთრის სეზონის გახსნა გადაიდო
ავტორი:
25 იანვარი, 2014. 12:26

გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად 25 იანვარს გაიხსნება. როგორც კომერსანტთან" საუბარში გუდაურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, კურორტზე ტურისტები არიან, თუმცა გასულ წელთან შედარებით, არასაკმარისი თოვლის საფარის გამო ვიზიტორთა ნაკადი მკვეთრად შემცირდა.


სანდრო ონოფრიშვილის თქმით, კურორტი ტურისტების მისაღებად მზადაა და სასტუმროები სეზონს უცვლელი საფასო პოლიტიკით ხვდებიან. საბაგიროს დღიური ულიმიტო მომსახურება კი გასულ წელთან შედარებით, განახევრდა და 30 ლარის ნაცვლად, 15 ლარი ღირს.


გუდაურისგან განსხვავებით, ვიზიტორთა ნაკადით კმაყოფილები არიან ბაკურიანში. როგორც ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, 20 დეკემბრიდან დღემდე კურორტზე 27 ათასი ტურისტი დაფიქსირდა, საიდანაც 40% უცხოელი ვიზიტორები არიან. თუმცა იანვრის ბოლოდან ბაკურიანში უფრო მეტ ტურისტს ელოდებიან, რადგან ამ პერიოდში სასტუმროებში მომსახურეობის ფასები იკლებს. მათი ცნობით, თუ საშუალოდ საოჯახო სასტუმროს ნომერი 3-ჯერადი კვებით 50 დოლარი ღირდა, იანვრის ბოლოდან ის 50 ლარი ეღირება.


(მოამზადა თამარ ბატიაშვილმა)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016