უკრაინაში დემონსტრანტებმა ჩერნიგოვსკის ოლქის ადმინისტრაციის შენობის ცენტრალური შესასვლელი შტურმით აიღეს. შტურმისას რამდენიმე აქტივისტი დაშავდა.
აღნიშნულის ამსახველი ვიდეომასალა რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. უცხოური სააგენტოების ცნობით, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთ-ერთ ქალბატონს თავი აქვს გატეხილი, ორ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება.
მომიტინგეებმა შენობის პირველი სართულის დაკავება მოახერხეს.
პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული პოლტავის სამხარეო ადმინისტრაციის შტურმის გამოც.
დღევანდელი მონაცემებით, მომიტინგეებმა უკრაინის 9 ოლქში - ხმელნიცკში, როვნოში, ტერნოპოლში, ჩერნოვიცაში, ვინიცის, ივანო-ფრანკოვსკოსა და ლვოვში - რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს.