ფრაქცია "ბატკივშინას" ლიდერ არსენ იაცენიუკს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია
უკრაინულ მედიას იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა მიაწოდა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტი მზადაა, აღნიშნულ დათმობებზე პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების სანაცვლოდ წავიდეს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიუევი, იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში, პარტია "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო, "ბატკივშინას" ლიდერი არსენი იაცენიუკი, ფრაქცია "თავისუფლების" ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი.