საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, facebook-ის საკუთარ გვერდზე ბაჩაო ახალაიას დღევანდელ სასამართლოსთან დაკავშირებით სტატუს აქვეყნებს. შეგახსენებთ, სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე უდანაშაულოდ სცნო. „გუშინ ქსნისა და რუსთავის ციხეში ასობით პატიმარს შევხდი და ვესაუბრე. 15 წელია ციხე, პატიმარი, საამართლო - ჩემი ყოველდღიური საზრუნავი იყო და კარგად ვიცი რა ხდებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ არ შემიძლია იმის გადმოცემა რაც ხდებოდა 7 საათიანი შეხვედრების დროს გუშინ. საშინლად ნაწამები პატიმრები და წლების განმავლობაში მიღებული ტრამვების აშკარა კვალი, საშინელი განცდა უსამართლობის, მოლოდინი და უმძიმესი ჯამრთელობის მდგომარეობა. მშრალ შიმშილობაზე მყოფთ საუბრის თავიც არ ჰქონდათ, ვთხოვე და წყლის მიღება დაიწყეს. უეტესობამ შეწყვიტა შიმშილობა რუსთავში, ქსანში სრულად. საოცრად მადლიერები იყვნენ ამნისტიის კანონით, მაგრამ ითხოვენ უკანონო განაჩენების გადახედვას. დიდი ხანი ვისაუბრეთ. ძალიან გამიჭირდა ემოციურად... ახალგაზრდა, ასაკოვანი, უხელო, ეტლით. მძიმე მძიმეა მათი ემოცია. რა შედარებაა პირობების თვალსაზრისით, მაგრამ მათ გადატანილი უსამართლობა აწუხებთ. უამრავი წერილი გამომატანეს, ვკითხულობ და ვფიქრობ ვინმე არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. მათ ყველაზე მეტი გადაიტანეს. ძალიან მძიმე იყო ემოციურად ამ ისტორიების მოსმენა. ეს ყველაფერი ვისი პასუხისმგებლობაა? იმ მოსამართლეების ვისაც არ ახსოვდა რა იყო სამართლიანობა. დღეს გაახსენდათ ? ახალიას სასამართლოს დეტალებს არ ვეხები, მაგრამ მოსამართლე დარახველიძე, რომელიც არჩევნებამდე სამეგრელოში, სენაკში იყო საამართლოს თავმჯდომარე და აპატიმრებდა ოცნების აქტივისტებს პლაკატების გაკვრისთვის, ეს მოსამართლე იქნება სამართლიანი? შემთხვევითი იყო მისი გადმოყვანა არჩევნების შემდეგ საქალაქო სასამართლოში თუ გამიზნულად მოხდა ეს გადაწყვეტილება? შერჩევით მართლმსაჯულებაზე, რომ გვესაუბრებიან ნაციონალი დეპუტატები, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება, როდესაც გაამართლებ ახალიას და 20 ლიტრი ღვინის მითვისებისთვის, რუსთავში 13 წელი ქონდა მისჯილი ახალგაზრდა კაცს და რამდენი ასეთი მაგალითი ჩამოვთვალო. ისე ცემდნენ პატიმრებს, რომ დღეს ეტლით გადაადგილდებიან და ამას ვერ ხედავდა ვერც ერთი მოსამართლე?"- წერს ბესელია.