საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა წერტილი დაუსვა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აგორებულ სკანდალს და დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაეყარა მეუღლეს ვალერიე ტრიერვეილერს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა ჟურნალმა Closer გამოაქვეყნა სკანდალური ინფორმაცია სათაურით - "ფრანსუა ოლანდი და ჟული გაიე - პრეზიდენტის საიდუმლო სიყვარული". საახალწლო დღეებში პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მსახიობ ჟული გაიეს ეწვია ღამის გასათევად, - აცხადებს პაპარაცი. პრეზიდენტი ასევე შეამჩნიეს მსახიობთან ერთად პარიზში სკუტერით სეირნობისას.
საფრანგეთის პირველი ლედი ვალერიე ტრიერვეილერი ქმრის ღალატის შემდეგ საავადმყოფოში აღმოჩნდა. ნერვული შეტევის გამო, ექიმებმა მას ჰოსპიტალში დარჩენა, განმარტოებით დასვენება და დამშვიდება ურჩიეს.
ფრანსუა ოლანდი ჟურნალისტ ვალერიე ტრიერვეილერთან ერთად 2007 წლიდან ცხოვრობდა.