მსოფლიო
მიხეილ შუმახერის მხარდასაჭერად თაყვანისმცემელი ბელგიაში მარათონს გამართავს
ავტორი: თეო ტაბატაძე
26 იანვარი, 2014. 11:38
„ფორმულა1“-ის შვიდგზის ჩემპიონის მხარდასაჭერად ორი ათასამდე თაყვანისმცემელი დღეს ბელგიაში მარათონს გამართავს. აქციის ორგანიზატორის ხენდრიკქსის განმარტებით: „ამ აქციით ჩვენ გვინდა შუმახერი და მისი ოჯახის წევრები დადებითი ენერგიით დავმუხტოთ, რათა მან, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრში გაიმარჯვოს“.
ბელგიელებთან ერთად, „ფორმულა1“-ის შვიდკილომეტრიან ტრასაზე ბრიტანელი, ჰოლანდიელი, გერმანელი და ფრანგი ავტომრბოლები გაივლიან. მათ ხელში ეკავებათ ტრანსპარანტები და სანთლები.
შეგახსენებთ, მიხაილ შუმახერმა საფრანგეთში,თხილამურებით სრიალის დროს სერიოზული ტრამვა მიიღო - წაიქცა და თავი ქვას დაარტყა. ტრაგედია 29 დეკემბერს მოხდა. შვიდგზის ჩემპიონი გრენობლის საავადმყოფოშია მოთავსებული და კომაში იმყოფება.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40