reportiori.ge - არსენ იაცენიუკი: სამშაბათი განკითხვის დღეა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:19
მსოფლიო
არსენ იაცენიუკი: სამშაბათი განკითხვის დღეა!
26 იანვარი, 2014. 11:40

ოპოზიციის ლიდერმა არსენ იაცენიუკმა მაიდანზე ის ხუთი მოთხოვნა გააჟღერა, რომლის შესრულებასაც ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ.

 

,,ყველაზე მთავარია, თითეული ადამიანის ბედი. ჩვენი ძმები და დები ხლა იმყოფებიან იზოლატორებში. ათასობით ადამიანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავათავისუფლოთ ნებისმიერი მათგანი ნებისმიერ ქალაქში.

 

პირველი ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ იქნას განთავისუფლებული თოთეული ჩვენი მოძმე.

 

მეორესისხლის სამართლის  ყველა საქმე უნდა იქნას დახურული. დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ.

 

მესამე - კანონი, რომელიც უკრძალავს უკრაინელებს თავისუფლად საუბარს, ზღუდავს მათ, იგძნონ თავი საკუთარ სამშობლოში, სამარცხვინოდ მიღებული არა ხელისუფლების უმრავლესობის ხელებით, არამედ ჩლიქებით, უნდა იქნას გაუქმებული. ჩვენ ამ პირობებს არ გადავუხვევთ. კანონები, სამშაბთს უნდა იქნას გაუქმებული.

 

მეოთხე - ჩვენი დავალება - ახალი უკრაინული ხელისუფლება! იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ არ არის მზად, იტვირთოს პასუხისმგებლობა ქვეყანაზე და შემოგვთავაზა ოპოზიციას, ვუხელმძღვანელოთ მთავრობას. ჩვენ არ გვეშინია პასუხისმგებლობის... ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ქვეყანა ევროკავშირში, გავათავისუფლო ტიმოშენკო... უკრაინა ევრპის ნაწილია.

 

მეხუთე - ახალი უკრაინული კონსტიტუციის, უფრო კონკრეტულად, 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენა“.

 

 

,,სამშაბათი განკითხვის დღეა, ჩვენ არ გვჯერა ხელისუფლების არცერთი სიტყვის... მხოლოდ შედეგების“, - განაცხადა დასასრულს არსენ იაცენიუკმა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016