ოპოზიციის ლიდერმა არსენ იაცენიუკმა მაიდანზე ის ხუთი მოთხოვნა გააჟღერა, რომლის შესრულებასაც ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ.
,,ყველაზე მთავარია, თითეული ადამიანის ბედი. ჩვენი ძმები და დები ახლა იმყოფებიან იზოლატორებში. ათასობით ადამიანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავათავისუფლოთ ნებისმიერი მათგანი ნებისმიერ ქალაქში.
პირველი ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ იქნას განთავისუფლებული თოთეული ჩვენი მოძმე.
მეორე - სისხლის სამართლის ყველა საქმე უნდა იქნას დახურული. დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ.
მესამე - კანონი, რომელიც უკრძალავს უკრაინელებს თავისუფლად საუბარს, ზღუდავს მათ, იგძნონ თავი საკუთარ სამშობლოში, სამარცხვინოდ მიღებული არა ხელისუფლების უმრავლესობის ხელებით, არამედ ჩლიქებით, უნდა იქნას გაუქმებული. ჩვენ ამ პირობებს არ გადავუხვევთ. კანონები, სამშაბთს უნდა იქნას გაუქმებული.
მეოთხე - ჩვენი დავალება - ახალი უკრაინული ხელისუფლება! იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ არ არის მზად, იტვირთოს პასუხისმგებლობა ქვეყანაზე და შემოგვთავაზა ოპოზიციას, ვუხელმძღვანელოთ მთავრობას. ჩვენ არ გვეშინია პასუხისმგებლობის... ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ქვეყანა ევროკავშირში, გავათავისუფლოთ ტიმოშენკო... უკრაინა ევრპის ნაწილია.
მეხუთე - ახალი უკრაინული კონსტიტუციის, უფრო კონკრეტულად, 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენა“.
,,სამშაბათი განკითხვის დღეა, ჩვენ არ გვჯერა ხელისუფლების არცერთი სიტყვის... მხოლოდ შედეგების“, - განაცხადა დასასრულს არსენ იაცენიუკმა.