reportiori.ge - სერგეი ლავროვი: უკრაინაში პროცესების უკან მესამე ძალები დგანან, რომელბიც დაძაბულობის გაღრმავებას ცდილობენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:00
მსოფლიო
სერგეი ლავროვი: უკრაინაში პროცესების უკან მესამე ძალები დგანან, რომელბიც დაძაბულობის გაღრმავებას ცდილობენ
26 იანვარი, 2014. 12:53

რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირმა სერგეი ლავროვმა საკმაოდ კრიტიკულად მოიხსენია უკრაინის ოპოზიცია და ის მეთოდებიც გააკრიტია, რომელსაც ისინი საპროტესტო აქციების დროს მიმართავენ.

მისი განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესების უკან მესამე ძალები დგანან, რომელბიც დაძაბულობის გაღრმავებას ცდილობენ. ლავროვის განმარტებით რუსეთი ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები სწორედ უცხოეთიდან არის ინსპირირებული.

სერგეი ლავროვის თქმით, ისეთი ქმედებები როგორიც არის აქციის მონაწილეების მიერ მერიისა და სხვა სახელმწიფო შენობების აღება, მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის. ევროკავშირი ასეთ ქმედებებს არასოდეს დაუშვებდა.

მინისტრი მიიჩნევს რომ მესამე ძალებს უკრაინაში უკვე დიდი ხანია საკუთარი თამაში მიჰყავთ, თანაც ისე რომ არ ითვალისწინებენ ოპოზიციის ინტერესებს. ისინი უკრაინაში დაძაბულობის გაღრმავებას ცდილობენ.

 

ამ ვითარებაში, ლავროვი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია შუამავლის როლი ითამაშოს უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამავე დროს, ლავროვმა უარი განაცხადა რაიმე სახის კომენტარი გაეკეთებინა უკრაინის შესაძლო გაყოფაზე.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016