ჩინელმა ჩოგბურთელმა ნა ლიმ შანსი არ დაუტოვა სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას და ორ სეტში 7:6, 6:0 დაამარცხა. ეს მისი მეორე სოლიდური ტიტულია, როლან გაროსის კორტებზე სამი წლის წინ მიღწეულ წარმატებას 31 წლის ასაკში ავსტრალიის ღიას გამარჯვებულის ტიტულიც მიემატა. რეიტინგიც გაიუმჯობესა და საოჯახო ბიუჯეტიც გვარიანად შეავსო.
რაფაელ ნადალის დიდად მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის პატივს ვცემდი მის დაუოკებელ ჟინს, ბოლომდე ბრძოლის უნარსა და რა თქმა უნდა კლასს; თუმცა მელბურნის ცენტრალურ კორტზე დღეს მისი ორეული იდგა - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. კორტის ბატონ-პატრონი სტანისლას ვავრინკა იყო. ესპანელი მეტოქის მოწოდებას ხან უიმედოდ აგებდა და თავისაზე რის ვაი-ვაგლახით ახერხებდა (ახერხებდა რო?) შენარჩუნებას. სად გაქრა მისი ნაქები ბრძოლისუნარიანობა, ჟინი, თავდადება. ასეთი უნიათო რაფა მგონი ისტორიას არ ახსოვს, ან იქნებ შვეიცარიელია იმდენად ძლიერი, რომ მოწინააღმდეგეს არაფერი გააბედინა. თუ ასეა, ახალი ვარსვლავის დაბადების მოწმენი გავხმდარვართ.
p.S. ამბობენ, ნადალს წელი სტკიოდაო.შესაძლოა ასეც იყოს ,თუმცა მგონია მისი რეალური ტკივილის სახელი სტანისლას ვავრინკაა.