მსოფლიო
ევრომაიდანის მომხრეებმა ზაპოროჟიეში ოლქის ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყეს (ვიდეო)
ავტორი: თეო ტაბატაძე
26 იანვარი, 2014. 18:10
კიევის ევრომაიდნაის მომხრეებმა ზაპოროჟიეში ოლქის ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მილიცია ხალხის მასაში გაზის ხელყუმბარებს ისვრის, ხოლო მომიტინგეები სკანდირებენ "ფაშისტებო!".
სანამ შტურმი დაიწყებოდა, ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის შენობასთან კიევის ევრომაიდანის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ. მიტინგში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათთან ოლქის გუბერნატორი ალექსანდ პეკლუშენკო გავიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ არც თანამდებობის და არც "რეგიონული პარტიის" დატოვებას არ აპირებს.
ამის შემდეგ მომიტინგეებმა შეძახილებით მას გადადგომისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სანამ გუბერნატორი არ გადადგება, მიტინგს არ შეწყვეტენ.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40