reportiori.ge - რადას დეპუტატთა ნაწილი უკრაინის ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:19
მსოფლიო
რადას დეპუტატთა ნაწილი უკრაინის ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდება
ავტორი:
26 იანვარი, 2014. 21:36

უკრაინული მედიის ინფორმაციით, "რეგიონების" წევრები და უფრაქციო დეპუტატები მთავრობის გადადგომას და 16 იანვარს მიღებული კანონების შეცვლას ითხოვენ. ამის შესახებ უმაღლესი რადას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმრ ლიტვინმა "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე დაწერა. 
"
უკრაინაში სამოქალაქო კონფლიქტი სამოქალაქო ომში გადაიზრდება. ამას უკვე წინ ვეღარავინ აღუდგება. ამ ყველაფრის ფასი ადამიანების ცხოვრებაა. ასეთ საშიშ ვითარებაში უმაღლესი რადა ვერ შეძლებს, დარჩეს სხვაზე დამოკიდებული და ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყოფილი. უმაღლესმა რადამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ეს კი კონსოლიდაციას, შიდა დაპირისპირების დავიწყებას და გადაუდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად დიალოგის დაწყებას გულისხმობს, რამაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უნდა აგვარიდოს. ამ მიზნით ვქმნით დეპუტატთა გაერთიანებას, ვინც აღნიშნული სამუშაოს შესრულების ორგანიზებას საკუთარ თავზე აიღებს. ახლა მთავარია, საზოგადოებას მის მიერ დაყენებულ საკითხებზე სარწმუნო და მართალი პასუხები გაეცეს", - აღნიშნულია დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში. რადას დეპუტატთა  ნაწილი
უკრაინის მთავრობის გადადგომა, 16 იანვარს მიღებული კანონების შეცვლა, საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მასობრივ ამნისტიას ითხოვენ.  

 

 

 

                                                                                   (მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016