reportiori.ge - მერაბ კიკაბიძე: მადლობა გიორგი დარახველიძეს, რომ ეყო გამბედაობა ასეთი განაჩენის გამოტანისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:49
სამართალი
მერაბ კიკაბიძე: მადლობა გიორგი დარახველიძეს, რომ ეყო გამბედაობა ასეთი განაჩენის გამოტანისთვის
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 12:02

ვამაყობ, რომ ქვეყანას, რომელსაც ვემსახურებოდი, ასეთი მოსამართლე ჰყავს, - ამის შესახებ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულმა მერაბ კიკაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე გამამართლებელ განაჩენს ელოდა. ბატონ მოსამართლეს, მართლაც მის ღირსებას, გიორგი დარახველიძეს ეყო გამბედაობა, გმირობა და გამოიტანა ასეთი განაჩენი ყველა ბრალდებულის მიმართ. დიდი მადლობა ამისთვის. ვამაყობ, რომ ქვეყანას, რომელსაც ვემსახურებოდი, ასეთი მოსამართლე ჰყავს", - აღნიშნა კიკაბიძემ. ე.წ სამხედროების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ 7 პირს ყველა საბრალდებო მუხლი მოეხსნათ. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ 8 ბრალდებულიდან ორს - ალექსანდრე გორგაძეს და ზურაბ შამათავას 140-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრათ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის, პაატა პაატაშვილის შეურაცხყოფისთვის, თუმცა აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია და ორივე ბრალდებულს დაკისრებული სასჯელი გაუბათილდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016