reportiori.ge - თეა თუთბერიძე: ახალაიას სააკაშვილი მაინც შეიწყალებდა, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის, ვინ არის ბაჩო ახალაია და რა უკეთებია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:39
პოლიტიკა
თეა თუთბერიძე: ახალაიას სააკაშვილი მაინც შეიწყალებდა, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის, ვინ არის ბაჩო ახალაია და რა უკეთებია
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 12:02

"თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, თეა თუთბერიძე  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას  აფასებს.  "წინა ხელისუფლების დროს რომ სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი ყოფილიყო, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით". -აცხადებს თუთბერიძე და აღნიშნავს, რომ ახალაის დაკავების შემთხვევაში, პრეზიდენტი მას აუცილებლად შეიწყალებდა. "მე ისედაც ვიცოდი, რომ განაჩენი გამამართლებელი იქნებოდა, რადგან პროკურატურას არავითარი მტკიცებულება არ გააჩნდა იმ აბსურდიული ბრალდებების დასამტკიცებლად.  მე მხოლოდ იმის მეშინოდა, რომ არ მომხდარიყო სასამართლოზე ზეწოლა, რადგან ეს საქმე ამ ხელისუფლების დიდი მარცხია. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის კონტურები ნელ-ნელა იკვეთება. წინა ხელისუფლების დროს რომ გაებედა სასამართლოს და ასეთი გადაწყვეტილებები გამოეტანა ანუ ის რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, არ ყოფილიყო პროკურატურის გავლენის ქვეშ, დღეს ჩვენ ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. სასამართლოს დღევანდელი გამარჯვება არამხოლოდ ბაჩო ახალიასი, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. როგორც იქნა, სასამართლომ გაბედა მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა. მე ეს გამეხარდა დღეს ყველაზე მეტად, თორემ დარწმუნებული ვიყავი, რომ ბაჩო ახალაიას მიხეილ სააკაშვილი მაინც შეიწყალებდა, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის, ვინ არის ბაჩო ახალაია და რა უკეთებია." - განაცხადა თუთბერიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე უდანაშაულოდ სცნო.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016