reportiori.ge - თენგიზ გუნავა: ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე უარს ვერ გვათქმევინებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:15
სამართალი
თენგიზ გუნავა: ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე უარს ვერ გვათქმევინებენ
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 15:30

თენგიზ გუნავას ადვოკატმა, გიორგი ონიანმა პატიმრობაში მყოფი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის განცხადება გაავრცელა, რომელსაც ,,რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ: „მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. აღნიშნულ განცხადებაში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჯერა ჩემი უდანაშაულობის და რაიმე ფორმით გამოხატა თანადგომა ჩემს მიმართ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურე ჩემს ქვეყანას. ჩემთვის ქვეყანა, ოჯახი და მეგობრები ის ღირებულებებია, რისთვისაც უნდა იცხოვროს ადამიანმა. დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო ბერკეტი გამოიყენა ჩემს წინააღმდეგ: ჩამიდეს ნარკოტიკი, იარაღი და ბოლოს დამაბრალეს სახელმწიფო ქონების მითვისება, რათა ვეიძულებინეთ შემეწყვიტა ბრძოლა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისა და მთლიანობისათვის. ასევე მოექცნენ ჩემს არაერთ მეგობარს და 2008 წლის გმირები ბაჩო ახალაია გიორგი კალანდაძე და არაერთი სხვა სხედან განსასჯელის სკამზე. მინდა განვაცხადო, რომ ვერანაირი რიგებით პროკურატურასთან და ვერანაირი ზეწოლით ვერ აგვაღებინებენ ხელს და ვერ გვათქმევინებენ უარს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, ბრძოლა არის ბოლომდე. არცერთი ნაბიჯი უკან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016