reportiori.ge - ირაკლი სესიაშვილი: როგორც ჩანს, სასამართლოს გარკვეული ვალდებულებები გააჩნია ყოფილი ხელისუფლების მიმართ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:47
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: როგორც ჩანს, სასამართლოს გარკვეული ვალდებულებები გააჩნია ყოფილი ხელისუფლების მიმართ
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 12:36

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი,  ბაჩო ახალიას მიმართ ერთ-ერთ ეპიზოდზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას აფასებს. ცნობილია, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეულ ბერკეტებს ფლობენ მოსამართლეებზე, როგორც ჩანს, სასამართლოს გარკვეული ვალდებულებები გააჩნია ყოფილი ხელისუფლების მიმართ." - აცხადებს სესიაშვილი. სასამართლოს განაჩენის შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხდებს რომ ახალაის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების სტრატეგია სწორედ სასამართლოა, რომელზეც გარკვეულ ბერკეტებს ფლობს.  ახალაიას ჩამოყვანა და გუნავას შეწყალება სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია.  "მე, როგორც პარლამენტის წევრი თავს შევიკავებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისგან. უბრალოდ ამის უფლება არ მაქვს. თუმცა მიმაჩნია, რომ იმ ნაწილში რა ნაწილშიც ბაჩო ახალაია გამართლდა, საკმარისი მტკიცებულებები იყო იმისთვის, რომ მისი პასუხისმგებლობა დამდგარიყო. ეს არის ჩემი პირადი აზრი. თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილის სტრატეგია ზოგადად გამოჩნდა. ის აპირებს ქართველს ხალხს ხელთათმანი ესროლოს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რა დანაშაულები მიუძღვის ახალაიებს, გუნავას, მერაბიშვილს, ადეიშვილს და სხვებს. როგორც ჩანს, მათი ჩამოყვანა საზღვარგარეთიდან, როგორც ეს ბაჩო ახალაიას შემთხვევაში იყო, გარკვეულწილად ეფუძნებოდა სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ, ამ სასამართლოს, მეორე მხრივ კი, იმას, რომ სააკაშვილს შეწყალების უფლება რჩება არჩევნებამდე და როგორც ჩანს, ის ამ უფლებას მაქსიმალურად გამოიყენებს. სასამართლოს, სამწუხაროდ, გარკვეული ვალდებულებები გააჩნია ყოფილ ხელისუფლებასთან. მე მაინც ღრმად მწამს, რომ ბოლო მომენტში ეს სტრატეგია შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან სასამართლოც ხვდება, რომ მათთვის გაცილებით სწორი იქნება იმოქმედონ სამართლიანად და არ მოექცნენ წინა ხელისუფლების გავლენის ქვეშ. „- აცხადებს სესიაშვილი. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016