მსოფლიო
ლვოვში „უკრაინის ნაციონალური გვარდია“ შეიქმნა
27 იანვარი, 2014. 16:37
უკრაინული მედიის ცნობით, ლვოვში „უკრაინის ნაციონალური გვარდია" შეიქმნა. დაჯგუფებაში შევიდნენ ის პიროვნებები, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების კანონიერი უფლება აქვთ. საინიციატივო ჯგუფის წევრის სვიატოსლავ იავორისკოვის განცხადებით, დაჯგუფება მოქალაქეებს დაიცავს.
„ჩვენ არც ექსტრემისტები ვართ, არც ტერორისტები და არც არავის ვემუქრებით, მაგრამ მარადიორებსა და ჩვენი ქვეყნის მოღალატებს საკადრის პასუხს გავცემთ", - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი.
„უკრაინის ნაციონალური გვარდია" გაერთიანებული ერების ორგანზაციას მოუწოდებს, რომ კიევში სამშვიდობო მისიები გაგზავნონ, რადგან მათი განცხადებით, ნებისმიერი მოლაპარაკება ხელისუფლების მხრიდან დროის მოგების მცდელობაა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40