ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე დღეს კიევში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისრის პრეს-მდივანი პეტერ სტანო ავრცელებს.
„შტეფან ფულე დღეს კვლავ მიემგზავრება კიევში, უკრაინასთან დაკავშირებული ძალისხმევის გაგრძელებისა და კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით", - აღნიშნულია პეტერ სტანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შგახსენებთ, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე კიევში გასულ კვირას უკვე იმყოფებოდა, რა დროსაც უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონი 30-31 იანვარს ჩავა. 28-31 იანვარს კი კიევს ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვევა.