reportiori.ge - ლევან ბერძენიშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ის პროკურატურისგან დამოუკიდებელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:07
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ის პროკურატურისგან დამოუკიდებელია
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 13:18

უმრავლესობის წევრის  ლევან ბერძენიშვილის განცხადებით ბაჩო ახალიას მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო პროკურატურისგან და აღმასრულებერლი ხელისუფლებისგან თავისუფალია.

„ვერ გეტყვით მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანი იყო თუ არა, მაგრამ ამ ფაქტმა აჩვენა, ის რაც არც საბჭოთა კავშირის პერიოდში, არც ედუარდ შევარდნაძის და არც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყოფილა -სასამართლო ხელისუფლებისგან თავისუფალია. არსებობს ლათინური გამონათქვამი „ოღონდ იყოს სამართლიანობა და თუნდაც მსოფლიო დაინგრეს".ეს უფრო მთავარია ვიდრე ის თუ როგორ გამოიყურება ჩემი აზრით ბაჩო ახალაია, თუმცა ის როგორც დამნაშავე  ისე გამოიყურება" -განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა „რეპორტიორს".

მისივე განმარტებით სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააქარწყლა პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით  ის ბრალდებები რომელიც  „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან ისმოდა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროცესი გრძელდება, სასამართლომ კიდევ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს .მე არ მგონია, რომ ბაჩო ახალიას სხვა ბრალდებებიც მოეხსება"-აცხადებს ბერძენიშვილი.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016