reportiori.ge - ნოდარ ხადური ბრუნო ბალვანერას შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:50
პოლიტიკა
ნოდარ ხადური ბრუნო ბალვანერას შეხვდა
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 13:20

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის მიმართულების დირექტორს, ბრუნო ბალვანერას შეხვდასამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ნოდარ ხადურმა და ბრუნო ბალვანერამ ჩვენს ქვეყანაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დეტალურად გააცნობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლობას ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის არსს და EBRD თავისმხრივ აქტიურად ჩაერთვება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბების პროცესში. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2015 წელს EBRD-ის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში შესაძლო ჩატარება იყო. 2013 წლის მაისში, ქ. სტამბულში გამართულ EBRD-ის წლიურ შეხვედრაზე, სადაც 2015 წელს მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ჩატარების ადგილს განიხილავდნენ, ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ საქართველო დასახელდა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016