reportiori.ge - ბათუმი-ახალციხის გზაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:59
რეგიონები
ბათუმი-ახალციხის გზაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა იწყება
27 იანვარი, 2014. 21:46

ბათუმი-ახალციხის გზაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა იწყება. ეს საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განხიხილეს.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი განკარგულების პროექტი უკვე ხელმოწერილია.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.



საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სამუშაოები პროექტირების პარალელურ რეჟიმში განხორციელდება, რომელიც, საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ეტაპობრივად იქნება შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, სამუშაოების ღირებულება დაუზუსტებელია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი განკარგულების პროექტით გათვალისწინებული აღდგენითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი "გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის" მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან განახორციელებს", - განაცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.


მათივე ინფორმაციით, დღეისათვის, დაბა ხულოს გასასვლელში, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში ხორციელდება, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი სახიფათოა, რადგან თოვლისა და წვიმების შედეგად, აღნიშნული გზის მონაკვეთზე 35 მეტრი სიგრძის ბეტონის ქვედა საყრდენი კედელია ჩანგრეული. ჩაწყდა მიწის ვაკისიც, რის შედეგადაც შევიწროვებულია გზის სავალი ნაწილი 2.5 მეტრამდე. ასევე, არის საშიშროება, რომ იქვე არსებული 15მ. სიგრძის ქვედა საყრდენი კედელი ჩამოიშალოს, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალიზებას გამოიწვევს.


ბოლო დღეების უხვთოვლიანობის გამო, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოების დაწყება დაუყოვნებლივ მოხდება და 2014 წელს დასრულდება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016