ექსპ-პემიერი იულია ტიმოშენკო ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდებს, უარი თქვან ხელისუფლების დამამაცირებელ შეთავაზებებზე და იბრძოლონ ხალხის მიზნების მისაღწევად.
„სამწუხაროდ, მე ამ დრომდე არ მაქვს საშუალება, დავამყარო კავშირი გარე სამყაროსთან და მე ვერ მოვახერხე გამოვხატო ჩემი დამოიდებულება ოპოზიციისადმი ხელისუფლების ბოლო შეთავაზებების მიმართ.
მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, კატეგორიულად უარი თქვან იმ დამამცირებელ შეთავაზებებზე, რომელსაც აკეთებს ხელისუფლება. უკრანელი ხალხი ქუჩაში გამოვიდა არა ლიდერების თანამდებობებისვის, და არც კიდევ დიქტატორული კანონების გაუქმებისთვის, ხალხი ისწრაფვის იმისკენ, რომ საფუძვლიანად შეცვალონ თავისი ცხოვრება, დაამყარონ უკრაინაში სამართლიანობა და ევროპული ფასეულობები.
სხვა შანსი მათ აღარ ექნებათ.
პოლიტიკოსებმა, ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ ხალხი თავისი მიზნების მისაღწევად მზად არის, დათმოს საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მსხვერპლად მიიტანოს პირადი ფიზიკური თავისუფლება.
მე მესმის მათი მისწრაფებების და სრულად ვუჭერ მათ მხარს.
კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ, პოლიტიკოსების მხრიდან, სრულად შესრულება იმ მოთხოვნებისა, რომელსაც ხალხი აყენებს.
ჩემო მშობლიურო უკრაინელებო!
თქვენ ხართ საუკეთესონი და ყველაზე ძვირფასნი მსფოლიოში. ნურაფრის შეგეშინდებათ. თქვენი გამარჯვების გასაღები არის თქვენი სიმრაველ უკრაინის მოედნებზე.
მე გთხოვთ თქვენ, ირეთ პირდაპირ, ნუ შეჩერდებით, ნუ შეანელებთ ხელისუფლებაზე დარტყმის ძალას. თუ თქვენ შეჩერდებით, თუნდაც ერთი წუთით, იმ წამში ქვეყანა აღმოჩნდება მრავალი წლით ტირანიის მძევალი.
დღეს, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ უკრაინის ყველა თაობა!", - ნათქვამია იულია ტიმოშენკოს მიმართვაში.