უკრაინის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს 16 იანვარს მიღებული კანონების გაუქმებასა და ამნისტიის შესახებ კანონისთვის ხმის მიცემაზე იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრანტები მათ მიერ დაკავებულ სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობებს დატოვებენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა გაავრცელა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული კანონების გაუქმების შემთხვევაში, ევროპული სტანდარტების შესაბამის ახალ კანონებს მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ. ამას გარდა, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ რადას მუშაობის დღის წესრიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზეც.
მისი თქმით, შეხვედრაზე კონსტიტუციის რეფორმის საკითხის განხილვაც მოხდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადას მიერ 16 იანვარს მიღებული კანონების თანახმად, ქვეყანაში მიტინგების გამართვის წესები გამკაცრდა. სწორედ ამ კანონების მიღების შემდეგ გრუშევსკის ქუჩაზე ძალოვანებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაიწყო კიევში დაპირისპირება.