reportiori.ge - ხელვაჩაურში ჩაის პლანტაციებსა და ტყის მასივს ცეცხლი მოეკიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:19
რეგიონები
ხელვაჩაურში ჩაის პლანტაციებსა და ტყის მასივს ცეცხლი მოეკიდა
28 იანვარი, 2014. 11:15

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტეის სოფელ სატეხიაში მაშველებმა და მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დილის 4 საათზე შეძლეს. ხანძარი 3 ჰექტარ ტერიტორიაზე გაჩნდა და ჩაის პლანტაციებსა და ტყის მასივს მოედო.

 

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა თურმანიძის განცხადებით, ხანძრის გაჩენა შესაძლოა დივერსიულმა აქტმა გამოიწვია.  მისივე თქმით, ამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

 

"სამაშველო სამსახურის მორიგე ჯგუფები, სახანძრო სამსახური და შსს სამაშველო სამსახურმა ნიჩბებით ჩააქრეს ხანძარი. შეშის დამზადების პროცესი დასრულებულია, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ, შესაძლოა, გამიზნულ ქმედებებთან და დივერსიასთან გვქონდეს საქმე“, - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ. 

 

მისივე განცხადებით, ხანძრის დასახლებულ პუნქტებამდე გავრცელების საშიშროება იყო, თუმცა სამაშველო ჯგუფების დროული რეაგირების შედეგად, საფრთხის თავიდან არიდება მოხდა.

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016