reportiori.ge - იაცენიუკმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:28
მსოფლიო
იაცენიუკმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა
28 იანვარი, 2014. 11:20

უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა არსენი იაცენიუკმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა ოპოზიციის ლიდერებსა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

ლუკაშის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.

 

ვიქტორ იანუკოვიჩი პარტია ბატკივშინას ლიდერს არსენი იაცენიუკს, პარტია უდარის ლიდერს ვიტალი კლიჩკოს და ოპოზიციის კიდევ ერთ წარმომადგენელს ოლეგ ტიაგნიბოკს მეოთხედ შეხვდა. მხარეები ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის განმუხტვის გზებზე 4 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

 

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა არსენი იაცენიუკს პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხოლო ვიტალი კლიჩკოს კი ვიცე-პრემიერის თანამდებობა 3 დღის წინ შესთავაზა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016