მსოფლიო
აშშ უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
28 იანვარი, 2014. 11:20
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს მოუწოდებს, უარი თქვას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე, რადგან ეს კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა უკრაინის პირველ პირს სატელეფონო საუბრისას ასევე მოუწოდა, გაიყვანოს კიევის ქუჩებიდან სპეცდანიშნულების რაზმი და გასცეს პასუხი უკრაინელი ხალხის უკმაყოფილებას.
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, დაუშვებელია დროის დაკარგვა უკრაინის ხელისუფლებასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში.
ამასთან, აშშ არ გამორიცხავს უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40