reportiori.ge - მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:12
სამართალი
მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 13:40

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, მოშიმშილე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით განცახდებას ავრცელებს. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ქსნის #15 და რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფმა მოშიმშილე მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს. პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი მსჯავრდებულებმა მას შემდეგ თქვეს, რაც მათ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ამავე კომიტეტის წევრი გედევან ფოფხაძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე შეხვდნენ. ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეპუტატებთან ერთად სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც იმყოფებოდა. ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე, რომელიც ამავდროულად ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეც გახლავთ, მსჯავრდებულებს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებების გადახედვას დაჰპირდნენ. რაც შეეხება შეკრებითობის წესის გაუქმების შემდეგ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, მსჯავრდებულებმა ეკა ბესელიასგან საქმეების ინდივიდუალურად შესწავლის პირობა მიიღეს. საქართველოს პარლამენტის წევრებთან და მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ ყველა მოშიმშილე მსჯავრდებულმა პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არც ერთი მსჯავრდებული არ შიმშილობს. „

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016