მსოფლიო
ჯოზეფ ბაიდენი იანუკოვიჩს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ ურჩევს
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
28 იანვარი, 2014. 12:57
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ვიქტორ იანუკოვიჩს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს შექმნილ სიტუაციას უფრო გაამწვავებს. ამის შესახებ ბაიდენმა იანუკოვიჩს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
ვიცე პრეზიდენტი იანუკოვიჩს კიევის ქუჩებიდან სპეცრაზმელების გაყვანისკენ და ხალხის უკმაყოფილებაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ბაიდენსა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი გასულ კვირასაც შედგა. ამას გარდა, ამერიკა არ გამორიცხავს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40