reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:45
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 13:56

შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ გეიდაროვს შეხვდა. შეხვედრის დროს „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების, შეზღუდვის და შემსუბუქების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას ხელი მოეწერააზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური, საპასუხო, ორდღიანი ვიზიტი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ქემალედინ გეიდაროვის ხელმძღვანელობით დღეს დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსები, აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ასევე დაგეგმილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელი ბაზის დათვალიერება და საჩვენებელი ღონისძიება. სტუმრები აგრეთვე გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ს ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ბათუმში გაემგზავრება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016