reportiori.ge - უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:23
მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
28 იანვარი, 2014. 14:25

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.

 

გადამდგარმა პრემიერმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის აცხადებს, რომ უკრაინაში არსებული დაპირისპირებისას ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის.

 

კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც სახელმწიფოში შეიქმნა, უკრაინის ეკონომიკას და სოციალურ განვითარებას ემუქრება, შეიცავს საფრთხეს სრულიად უკრაინული საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა, ძალადობის ესკალაცია, ადამიანების უფლებების დარღვევა. ექსტრემალურ პირობებში ხელისუფლებამ უზრუნველყო ეკონომიკისა და სოციალური დაცვის სისტემა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომპრომისის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტს უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების თხოვნით მივმართო", - ნათქვამია ნიკოლაი აზაროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016