7-16 თებერვლის ჩათვლით, ბათუმში ევროკავშირის კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე ის ფილმები იქნება წარმოდგენილი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეარჩია. სულ 24 ფილმი იქნება ნაჩვენები. მათ შორის: ტასოს ბულმეტისის ფილმი, - „სანელებლების გემო“, რეჟისორ დენის ბოტსის ფილმი - „მაგარი ბავშვები არ ტირიან“. ფილმში ლეიკემიით დაავადებული გოგონას ამბავია გადმოცემული. ჰოლანდიური მაღალბიუჯეტიანი მარია პეტერსის ფილმი - „სანი ბოი“, რომელიც შავკანიანი სურინამელი მამაკაცისა და თეთრკანიანი ჰოლანდიელი ქალის აკრძალული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.
ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ლარს ფონ ტრიერის ფილმი, „მელანქონია“, ანა-გრეტე-ბიარუპ რისის ფილმი - „ეს ცხოვრება“. ფილმი ეფუძნება ფილების ოჯახის რეალურ ისტორიას, რომელიც ნაცისტური გერმანიის მიერ დანიის ოკუპაციის პერიოდში ოკუპანტებს დაუპირისპირდა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ასევე ულრიხ კოლერის კინოსურათი „ძილის ავადმყოფობა“. რეჟისორ ფეო ალადაგის ფილმი „როცა ჩვენ ვცხოვრობთ“, პაოლო ბიანკინის ფილმი „მზე შიგნით“, რეჟისორ ივან ნიტჩევის ნაწარმოები „სამყაროს დასასრულის შემდეგ“.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლა ფილიბერის ფილმი „ყოფნა და ქონა“, სადაც აღწერილია საფრანგეთის პროვინციაში არსებული ერთოთახიანი სკოლის დოკუმენტური პორტრეტი.
ჩეხური ფილმი „ავაზაკები“, რომელიც ახალგაზრდა წყვილისა და მათი სამი შვილის შესახებ მოგვითხრობს. რეჟისორ ლაილა პაკალნინას ფილმი „პიცები“. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ასევე რეჟისორ შტეფან ტოლცის დოკუმენტური ფილმი საქართველოზე, „სრული სვლით დასავლეთისკენ-საქართველო მომავლის ძიებაში“ და კიდევ რამდენიმე საინტერესო კინოსურათი.
ფილმების ჩვენება 18:00 საათზე კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება. ფესტივალზე დასწრება უფასოა.