reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი გიგი კალანდაძეს ხვდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:12
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი გიგი კალანდაძეს ხვდება
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 14:15

პრეზიდენტი გენერალ გიგი კალანადაძეს საპრეზიდენტო სასახლეში ხვდება. „მინდა მოგილოცოთ დრევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, მოგილოცოთ გამართლება, საერთოდ ეჭვი არ მეპარებოდა თავიდანვე რომ სრულიად უდანაშაულო იყავით. მე ამის შესახებ გესაუბრეთ ცხრა თვის წინათ, როდესაც აქ ვისხედით, ოღონდ სამწუხაროა, რომ ცხრა თვე, თქვენისთანა საქართველოს პატრიოტი დაის ადამიანებიც რომელიც დღეს გაამართლეს, დროს უნდა ხარჯავდეთ ფუჭად, როდესაც საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი კადრი, არც ერთი დასაკარგი ოფიცერი და პატრიოტი. მე ძალიან კარგად მახსოვს თქვენი მოქმედება მთელი ამ წლების განმავლობაში, მე კარგად მახსოვს 2008 წელს ცხინვალში დაიჭერით და გამოხვედით და უკან შებრუნდით ბრძოლაში, ძალიან უიმედო სიტუაციაში. მე კარგად მახსოვს ის გმირობები, რომელიც მაშინ ბევრმა ოფიცერმა და მათ შორის თქვენც  ჩაიდინეთ გმირობა"- განაცხადა პრეზიდენმტა. შეგახსენებთ, რომ  თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების ,სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ 7 პირი, მათ შორის გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, სად-ის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016