„მწერალთა სახლი“ ხვალ მანანა მენაბდეს უმასპინძლებს, სადაც ის საკუთარ ლექსებს, იგავ-არაკების კრებულიდან და ავტობიოგრაფიული რომანიდან ნაწყვეტებს წაიკითხავს.
მანანა მენაბდე 1967-75 წლებში მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. ის 1991 წლიდან ბერლინში ცხოვრობს. მანანა მენაბდეს 1992-95 წლებში ავტოგრაფიული წიგნისთვის - „ფრენის დღე - ოთხშაბათი“ ჰაინრიხ ბიოლის ლიტერატურული სტიპენდია დაენიშნა.
1994 წლიდან პერიოდულად მონაწილეობს ევროპის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში, აგრეთვე ატარებს პერსონალურ გამოფენებს და სოლო-კონცერტებს. 2006 წლიდან მანანა მენაბდე მოსკოვის დრამატულ თეატრში მუშაობს, როგორც მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი.
შეხვედრა „მწერალთა სახლში“ ხვალ 19:00 საათზეა დაგეგმილი.