reportiori.ge - არჩილ კბილაშვილი: პროკურატურა მხარს უჭერს ბრალდებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:03
პოლიტიკა
არჩილ კბილაშვილი: პროკურატურა მხარს უჭერს ბრალდებას
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 15:28

მთავარი პროკურორი ბაჩო ახალიას მიმართ წარდგენილ ბრალდებებს მხარს უჭრს. როგორც არჩილ კბილაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას განმარტა ბრალდების მხარეს დასაბუთებული და მტკიცე არგუმენტები ჰქონდა. „პროკურატურა უჭერს მხარს ბრალდებას. დასაბუთებული ბრალდება კი დაკმაყოფილებას იმსახურებს. მე პირადად ვიცნობ იმ ეპიზოდებს რომელშიც ბაჩო ახალიას ბრალი აქვს წაყენებული, ვიცნობ მტკიცებულებებს და იმ პროკურორებს რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ეს პარამეტრი იყო ძალიან კარგი"-განუცხადა „რეპორტიორს" არჩილ კბილაშვილმა. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურორების სისუსტის შედეგია, მთავარი პროკურორი ამ შეფასებას არ ეთანხმება. „სასამართლო პროკურატურისგან და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან თავისუფალია. ეს არის მოცემული რეალობა, რაც დემოკრატიული რეფორმების კურსის ნათელი დადასტურებაა"-განუცხადა „რეპორტიორს" არჩილ კბილაშვილმა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016